კესანე
კესანე ძალიან ლამაზი, ნაზი და გამორჩეული ყვავილია, მასზე საუკუნეების განმავლობაში
არაერთი მითი ვრცელდებოდა. მაგალითად, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ და მამაკაცი ქალს კესანეს ჩუქნიდა, ეს იყო სიმბოლო, რომ მათ ერთმანეთი არ უნდა დავიწყებოდათ. არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა: როცა ქალღმერთი ფლორა მცენარეებს სახელებს არქმევდა, რატომღაც კესანესთვის სახელის შერჩევა დაავიწყდა. მშვენიერი ყვავილი თვითონ ეახლა ფლორას, სთხოვა, არ დავიწყნოდა და ფლორამაც შეურჩია სახელი, რომელიც ბევრ ენაში ისმის, როგორც "არ დამივიწყო". ბევრგან სჯერათ, რომ კესანეს დანახვაზე ყველას თავისი წარსული მოაგონდება. ხალხში გავრცელებულია რწმენა, რომ ვინც კესანეებისგან დაწნულ გვირგვინს საყვარელ ადამიანს კისერზე ჩამოაცვამს, იმას შეყვარებული არასოდეს დაივიწყებს.
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment